Sunday, December 22, 2013

ჩემი პორტფოლიო





ფინალში გავედით დიდი შრომის მერე, როგორც იქნა დავამთავრეთ პროექტი, მე მგონი რაღაცაში გავერკვიე დროის სიმცირის გამო, ფასილიტაციის ნიმუში ვეღარ ჩავდე, შემდგომში გავითვალუისწინებ.

Saturday, December 7, 2013

გავერკვიე შეფასების გეგმებში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა, მეთოდი და სტრატეგიები. გავამზადე შეფასების დროში გაწერილი გეგმა. მართლაც რომ შეფასება ყველა სასწავლო პროცესს ჭირდება, მითუმეტეს პროექტს რადგან ჩვენი მიზანი ხომ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებაც არის.

Sunday, December 1, 2013

დღეს ნაყოფიერად ვიმუშავეთ, საინტერესო იყო პედაგოგების მიერ აზრების გაზიარება, შევუდექი პროექტის კეთებას, დავწერე მიზნები და შედეგები, 21-ე საუკუნის უნარები და რუბრიკებიც განვიხილეთ. მომეწონა როცა ერთმანეთს რაღაც მითითებებს ვაძლევდით. გავიარეთ პროექტის საკვანძო კითხვები დეტალურად და ჩემი პროექტისთვისაც უკვე დავწერე.

Saturday, November 30, 2013

შევუქმნათ ჩვენს მოსწავლეებს განწყობა, დავაინტერესოთ, დადებითად შევხვდეთ ახალ ინოვაციებს, პროექტებით სწავლება როგორც დავინახე ნამდვილად ხელშემწყობია მოსწავლეებისთვის რადგან ზოგადად მათი სასწავლო პროცესში ჩართულობა იზრდება, ბავშვების მოტივაცია, ინტერესი, თანამშრომლობა, კვლევის უნარი უმუშავდებათ. ეს გზამკვლევი ერთი შეხედვით რთული მაგრამ საინტერესოა, თანმიმდევრობის პრინციპში გავერკვიე, თემაც მოვიფიქრე, 21-ე საუკუნის რა უნარებზე გადის ჩემი პროექტი გავწერე და მიზნები და სტანდარტებიც ჩამოვაყალიბე. მე მგონი საქმეს შევუდექი, პუბლიკაცია ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო, ვეცდები გამომივიდეს, მოკლედ მომავალი გვიჩვენებს.